თანხის დაბრუნების პირობები
წინამდებარე პირობები განსაზღვრავს, რა შემთხვევაში და როგორ ბრუნდება mosvla.ge-ზე გადახდილი თანხა. პირობები წარმოადგენს მომსახურების წესებისა და პირობების ნაწილს.
1. როდის ბრუნდება თანხა
- ერთი მოსაწვევი — მოსაწვევი ქვეყნდება გადახდისთანავე, ამიტომ გამოქვეყნების შემდეგ თანხა არ ბრუნდება. გამონაკლისია შემთხვევა, როცა გვერდი ჩვენი მიზეზით არ მუშაობდა და ხარვეზი გონივრულ ვადაში ვერ აღმოვფხვერით.
- ულიმიტო თვე / ულიმიტო წელი — თანხა სრულად ბრუნდება, თუ დაბრუნებას გადახდიდან 14 დღის განმავლობაში მოითხოვთ და ამ ხნის განმავლობაში არცერთი მოსაწვევი არ გამოგიქვეყნებიათ.
- SMS პაკეტი — თანხა სრულად ბრუნდება, თუ დაბრუნებას გადახდიდან 14 დღის განმავლობაში მოითხოვთ და პაკეტიდან არცერთი SMS არ გაგზავნილა.
- ორმაგი გადახდა — თუ ერთი და იგივე შეკვეთა ორჯერ გადაიხადეთ, მეორე გადახდას თავად ვაბრუნებთ 24 საათის განმავლობაში, მოთხოვნის გარეშე.
- ტექნიკური შეცდომა — თუ თანხა ჩამოგეჭრათ, მაგრამ შეკვეთა ჩვენი მიზეზით ვერ შესრულდა, თანხას სრულად დავაბრუნებთ.
2. როდის არ ბრუნდება თანხა
- გამოქვეყნებულ მოსაწვევზე, თუ ის გამართულად მუშაობდა;
- გეგმაზე ან SMS პაკეტზე, რომლითაც უკვე ისარგებლეთ (გამოქვეყნდა მოსაწვევი ან გაიგზავნა SMS), ან 14 დღის გასვლის შემდეგ;
- მოსაწვევზე ან ანგარიშზე, რომელიც წესების დარღვევის გამო გაითიშა.
მომსახურება ციფრულია და იწყება გადახდის დადასტურებისთანავე. გადახდისას თქვენ წინასწარ ეთანხმებით მომსახურების დაუყოვნებლივ დაწყებას, რის გამოც უკვე მიწოდებულ ნაწილზე ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება აღარ ვრცელდება.
3. როგორ მოვითხოვოთ თანხის დაბრუნება
მოგვწერეთ help@mosvla.ge-ზე და მიუთითეთ:
- ანგარიშის ელფოსტა ან ტელეფონის ნომერი;
- შეკვეთის კოდი (მითითებულია ქვითარში და გადარიცხვის დანიშნულებაში) ან გადახდის თარიღი და თანხა;
- დაბრუნების მიზეზი.
მოთხოვნას განვიხილავთ და პასუხს ელფოსტით გაცნობებთ. დაკმაყოფილების შემთხვევაში თანხას დავაბრუნებთ არაუგვიანეს 14 დღისა.
4. დაბრუნების წესი
- ბარათით გადახდისას თანხა ბრუნდება იმავე ბარათზე, საქართველოს ბანკის გავლით. ანგარიშზე ასახვის დრო დამოკიდებულია ბარათის გამცემ ბანკზე და, როგორც წესი, რამდენიმე სამუშაო დღეს მოითხოვს.
- საბანკო გადარიცხვით გადახდისას თანხა ბრუნდება იმავე ანგარიშზე, საიდანაც გადმოირიცხა.
- სრული დაბრუნებისას შეკვეთით მიღებული მომსახურება უქმდება: მოსაწვევი აღარ ქვეყნდება, გეგმა წყდება, ხოლო გამოუყენებელი SMS ბალანსიდან აკლდება.
5. საბანკო გადარიცხვა
გადარიცხვით გადახდილი შეკვეთა დადასტურდება თანხის ასახვის შემდგომ. თუ თანხა არ აისახა ან შეკვეთის დადასტურებამდე გადაიფიქრეთ, მოგვწერეთ და შეკვეთას გავაუქმებთ; უკვე გადმორიცხულ თანხას დავაბრუნებთ ამ პირობების მე-4 პუნქტის შესაბამისად.
ბოლო განახლება: 2026 წლის ნოემბერი.