კლასელების შეხვედრის მოსაწვევი
კლასელები თუ კურსელები: შეხვედრის თარიღი და ადგილი ერთ გვერდზე. ბმულს ჯგუფის ჩატში აგდებ და ერთ სიაში ხედავ, ვინ მოდის.
- ფონის შეცვლა ან საკუთარი ფოტოს ჩასმა
- სათაურისა და ტექსტის სურვილისამებრ დაწერა
- პროგრამა ნაწილებად, თითოეული თავისი დროითა და მისამართით
- რუკის ბმული და კალენდარში დამატება ერთი დაჭერით
- სტუმრების პასუხი: მოდის, ვერ მოდის ან ჯერ არ იცის
- დასაბეჭდი ბარათი QR კოდით
- ცვლილება გაგზავნის შემდეგაც
- იხსნება ნებისმიერ მოწყობილობაში: ტელეფონში, პლანშეტსა და კომპიუტერში
რა შედის კლასელების შეხვედრის მოსაწვევში
- ერთი ბმული მთელ ჯგუფს ეყოფა.
- თუ ჩართავ, სტუმრები ხედავენ, ვინ მოდის (მხოლოდ სახელები).
- ვინც ჯერ არ გიპასუხა, მას SMS‑ით შეახსენებ.
ასე გამოჩნდება Viber‑სა და WhatsApp‑ში
ელექტრონული მოსაწვევის ბმულს ჩატში ასეთი ბარათი ახლავს. ბარათს მოსაწვევიდან ავტომატურად ვქმნით: ფონით, სათაურით და თარიღით.

როგორ მუშაობს
- 1
შექმენი
აირჩიე, რას აღნიშნავ, ჩასვი ფოტო ან აირჩიე ფონი. ტექსტი უკვე მზად დაგხვდება.
- 2
გააგზავნე
Viber‑სა და WhatsApp‑ში ბმული ლამაზ ბარათად გამოჩნდება. სტუმარი ერთი კლიკით გიპასუხებს.
- 3
დაითვალე
ყველა პასუხს მაშინვე ხედავ: ვინ მოდის, რამდენი ზრდასრული და რამდენი ბავშვი. სიას ერთი დაჭერით აკოპირებ.
კლასელების შეხვედრის მოსაწვევის ტექსტი
მოსაწვევის შაბლონში ტექსტი უკვე ჩაწერილი დაგხვდება. თუ სხვანაირად გინდა, აიღე ერთ-ერთი ნიმუში და შენებურად შეცვალე.
- „2006 წლის გამოშვება, 20 წელი გავიდა! მოდი, შევიკრიბოთ და სკოლის დრო გავიხსენოთ.“
- „დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს. პარასკევს საღამოს ვიკრიბებით, გელოდებით ყველას.“
- „კლასელების შეხვედრა შაბათს, 20:00 საათზე იქნება. ბმული იმ კლასელებსაც გაუგზავნე, ვისთანაც კავშირი გაქვს.“
როდის და როგორ გავგზავნოთ კლასელების შეხვედრის მოსაწვევი
- კლასელების ნომრები ხშირად სხვადასხვა ადამიანთანაა. ბმული ჯგუფში გააგზავნე და სთხოვე, ვისაც ვინმესთან კავშირი აქვს, მასაც გაუზიაროს.
- ჩართე, რომ სტუმრებმა დაინახონ, ვინ მოდის. ადამიანი უფრო ადვილად წყვეტს მოსვლას, როცა ხედავს, რომ მეგობრებიც მოდიან.
- მოსაწვევი 3–4 კვირით ადრე გაგზავნე: ზოგი სხვა ქალაქში ან ქვეყანაში ცხოვრობს.
- თუ თანხას ერთად იხდით, ტექსტში დაწერე, რამდენია ერთ კაცზე, რომ ადგილზე გაუგებრობა არ იყოს.
ხშირი კითხვები
სხვა კლასელებიც დაინახავენ, ვინ მოდის?
თუ ჩართავ, მოსაწვევზე ჩანს, ვინ მოდის (მხოლოდ სახელები). თუ არა, სიას მხოლოდ შენ ხედავ.
სტუმრებმა რამე უნდა დააყენონ?
არა. ბმული ნებისმიერ მოწყობილობაში იხსნება, Viber‑შიც და WhatsApp‑შიც. პასუხის გაგზავნას 10 წამიც არ უნდა.
შექმნის მერე შეცვლა შეიძლება?
კი, ყველაფერს შეცვლი. სტუმრები მოსაწვევზე ნახავენ, რომ დეტალები განახლდა.
რა ღირს კლასელების შეხვედრის მოსაწვევი?
ერთი მოსაწვევი 4.99 ₾ ღირს. თუ ხშირად ქმნი, ულიმიტო თვე 29.99 ₾‑ია. იხდი მხოლოდ გამოქვეყნებისას.
სხვა ღონისძიებები
- ქორწილის მოსაწვევი
- ნიშნობის მოსაწვევი
- ქორწინების წლისთავის მოსაწვევი
- დაბადების დღის მოსაწვევი
- ბავშვის დაბადების დღის მოსაწვევი
- იუბილის მოსაწვევი
- ნათლობის მოსაწვევი
- ბაღის ზეიმის მოსაწვევი
- გამოსაშვები საღამოს მოსაწვევი
- სუფრაზე მოსაწვევი
- აღდგომის მოსაწვევი
- ახალ სახლში მოსაწვევი
- საახალწლო წვეულების მოსაწვევი
- კორპორატივის მოსაწვევი
- გახსნის მოსაწვევი
- ბეიბი შაუერის მოსაწვევი
- წვეულების მოსაწვევი
- ექსკურსიის მოსაწვევი
- ლაშქრობის მოსაწვევი
- აგარაკზე მოსაწვევი
- კონფერენციის მოსაწვევი
- სემინარის მოსაწვევი
- ტრენინგის მოსაწვევი
- გამოფენის მოსაწვევი
- საქველმოქმედო ღონისძიების მოსაწვევი
- სამგლოვიარო ცნობა
შენი მოსაწვევი 2 წუთში მზად იქნება
რეგისტრაციით ან მარტივი ავტორიზაციით.
შექმენი მოსაწვევი