ნიშნობის მოსაწვევი ონლაინ

წყვილის სახელები ან ფოტო, თარიღი და ადგილი ერთ გვერდზე. ახლობლები ერთი კლიკით გიპასუხებენ, შენ კი ერთ სიაში ხედავ, ვინ მოდის.

  • ფონის შეცვლა ან საკუთარი ფოტოს ჩასმა
  • სათაურისა და ტექსტის სურვილისამებრ დაწერა
  • პროგრამა ნაწილებად, თითოეული თავისი დროითა და მისამართით
  • რუკის ბმული და კალენდარში დამატება ერთი დაჭერით
  • სტუმრების პასუხი: მოდის, ვერ მოდის ან ჯერ არ იცის; ზრდასრულები და ბავშვები ცალ-ცალკე
  • დასაბეჭდი ბარათი QR კოდით
  • ცვლილება გაგზავნის შემდეგაც
  • იხსნება ნებისმიერ მოწყობილობაში: ტელეფონში, პლანშეტსა და კომპიუტერში

რა შედის ნიშნობის მოსაწვევში

  • წყვილის ფოტო ფონად დააყენე, ან აირჩიე მზა დიზაინი.
  • სტუმარი წერს, რამდენი ზრდასრული და რამდენი ბავშვი მოდის.
  • მოსაწვევს გაგზავნის შემდეგაც შეცვლი: სტუმრები ნახავენ, რომ დეტალები განახლდა.

ასე გამოჩნდება Viber‑სა და WhatsApp‑ში

ელექტრონული მოსაწვევის ბმულს ჩატში ასეთი ბარათი ახლავს. ბარათს მოსაწვევიდან ავტომატურად ვქმნით: ფონით, სათაურით და თარიღით.

ნიშნობის მოსაწვევის ნიმუში: ანა & ლუკა

როგორ მუშაობს

  1. 1

    შექმენი

    აირჩიე, რას აღნიშნავ, ჩასვი ფოტო ან აირჩიე ფონი. ტექსტი უკვე მზად დაგხვდება.

  2. 2

    გააგზავნე

    Viber‑სა და WhatsApp‑ში ბმული ლამაზ ბარათად გამოჩნდება. სტუმარი ერთი კლიკით გიპასუხებს.

  3. 3

    დაითვალე

    ყველა პასუხს მაშინვე ხედავ: ვინ მოდის, რამდენი ზრდასრული და რამდენი ბავშვი. სიას ერთი დაჭერით აკოპირებ.

ნიშნობის მოსაწვევის ტექსტი

მოსაწვევის შაბლონში ტექსტი უკვე ჩაწერილი დაგხვდება. თუ სხვანაირად გინდა, აიღე ერთ-ერთი ნიმუში და შენებურად შეცვალე.

  • „ჩვენ ვინიშნებით! გვინდა, ეს დღე ჩვენს ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად აღვნიშნოთ. გელოდებით.“
  • „ანა და ლუკა სიხარულით გეპატიჟებიან თავიანთ ნიშნობაზე. სუფრა ოჯახურ გარემოში იქნება, ძალიან გაგვიხარდება თქვენი ნახვა.“
  • „ნიშნობას პატარა წრეში აღვნიშნავთ და გვინდა, რომ შენც ჩვენთან იყო. გთხოვ, გვიპასუხე პარასკევამდე.“

სხვა ღონისძიებების ნიმუშები

როდის და როგორ გავგზავნოთ ნიშნობის მოსაწვევი

  • ნიშნობა ხშირად უფრო პატარა წრეშია, ვიდრე ქორწილი. მოსაწვევი 2–3 კვირით ადრე გაგზავნე.
  • თუ ორივე ოჯახი ერთად იწვევს, ტექსტში ორივე ოჯახის გვარი ჩაწერე.
  • ადგილი ჯერ ბოლომდე არ იცი? გაგზავნე ისე, როგორც ახლაა, და მერე შეცვალე. სტუმრები ახალ დეტალებს იმავე ბმულზე ნახავენ.
  • თუ სტუმრებს ჩაცმის სტილს სთხოვ, ტექსტში ერთი წინადადებით დაწერე, მაგალითად: „სასურველია ღია ფერები“.

ხშირი კითხვები

ნიშნობის მოსაწვევში ფოტოს ჩასმა შეიძლება?

კი. წყვილის ფოტო მოსაწვევის ფონი გახდება, ფერებს კი გვერდი თვითონ შეუხამებს.

სტუმრებმა რამე უნდა დააყენონ?

არა. ბმული ნებისმიერ მოწყობილობაში იხსნება, Viber‑შიც და WhatsApp‑შიც. პასუხის გაგზავნას 10 წამიც არ უნდა.

შექმნის მერე შეცვლა შეიძლება?

კი, ყველაფერს შეცვლი. სტუმრები მოსაწვევზე ნახავენ, რომ დეტალები განახლდა.

რა ღირს ნიშნობის მოსაწვევი?

ერთი მოსაწვევი 4.99 ₾ ღირს. თუ ხშირად ქმნი, ულიმიტო თვე 29.99 ₾‑ია. იხდი მხოლოდ გამოქვეყნებისას.

სასარგებლო სტატიები

სხვა ღონისძიებები

შენი მოსაწვევი 2 წუთში მზად იქნება

რეგისტრაციით ან მარტივი ავტორიზაციით.

შექმენი ნიშნობის მოსაწვევი