ონლაინ მოსაწვევი ყველა ტიპის შეკრებისთვის

შექმენი 2 წუთში და გაუგზავნე Viber‑ით ან WhatsApp‑ით. სტუმრები ერთი კლიკით გიპასუხებენ.

ერთი ბმული. ყველაფერი ერთ ადგილას.

მოსაწვევი, რუკა, კალენდარი და პასუხები. სტუმრებს არაფრის დაყენება არ სჭირდებათ.

1

შექმენი

აირჩიე, რას აღნიშნავ, ჩასვი ფოტო ან აირჩიე ფონი. ტექსტი უკვე მზად დაგხვდება.

2

გააგზავნე

Viber‑სა და WhatsApp‑ში ბმული ლამაზ ბარათად გამოჩნდება. სტუმარი ერთი კლიკით გიპასუხებს.

3

დაითვალე

ყველა პასუხს მაშინვე ხედავ: ვინ მოდის, რამდენი ზრდასრული და რამდენი ბავშვი. სიას ერთი დაჭერით აკოპირებ.

სცადე, როგორც სტუმარმა

მოსაწვევზე პასუხს დააჭირე და ნახე, როგორ ახლდება სია.

მოსაწვევი დაბადების დღეზე

ლიზა ხდება 6 წლის!

შაბათი, 16:00, ექსპერიმენტორიუმი

სტუმრების სია

13მოდის 6ბავშვი 2ჯერ არ იცის 1ვერ მოდის
  • შენ1 ბავშვიმოდის
  • ნინო ბერიძე2 ზრდ., 1 ბავშვიმოდის
  • გიორგი კაპანაძე1 ზრდ.მოდის
  • მარიამ ჯაფარიძეჯერ არ იცის
  • ლევან წერეთელი2 ზრდ., 2 ბავშვიმოდის

ეს ნიმუშია, პასუხი არსად იგზავნება.

ყველაფერი, რაც შეკრებას სჭირდება

ყველა ფუნქცია ყველა გეგმაში შედის.

პასუხი 10 წამში

სტუმარს არც აპლიკაცია სჭირდება და არც რეგისტრაცია. ერთი კლიკით გიპასუხებს.

ზრდასრულები და ბავშვები

წინასწარ გეცოდინება, რამდენი ადგილი და საბავშვო მენიუ დაგჭირდება.

რუკა და კალენდარი

ადგილი ერთი კლიკით იხსნება რუკაზე, თარიღი კი ტელეფონის კალენდარში ემატება.

ვინ მოდის

თუ ჩართავ, სტუმრებიც დაინახავენ, ვინ მოდის. ოღონდ მხოლოდ სახელებს.

დაბეჭდე QR კოდით

უფროსი თაობისთვის შეგიძლია A5 ან A6 ბარათი დაბეჭდო. QR კოდით ისინიც ონლაინ გიპასუხებენ.

გადაიდო? შეცვალე

თუ თარიღს ან ადგილს შეცვლი, სტუმრები განახლებულ დეტალებს მოსაწვევზევე ნახავენ.

პასუხებს მხოლოდ შენ ხედავ (და ობიექტი, თუ მოსაწვევი მან შეგიქმნა). ღონისძიებიდან 90 დღეში ყველაფერი თავისით იშლება. კონფიდენციალურობა

ყველა შემთხვევისთვის

დაბადების დღიდან ქორწილამდე, სუფრიდან კორპორატივამდე. დააჭირე და ნახე, როგორ ხედავს სტუმარი.

მარტივი ფასები

ყველა გეგმაში ყველაფერი ერთნაირია. განსხვავება მხოლოდ რაოდენობაშია.

ერთი მოსაწვევი

4.99 ₾

ერთი ღონისძიებისთვის

  • ყველა ფონი და სტილი
  • სტუმრების ლიმიტი არ არის
  • შეცვალე ნებისმიერ დროს
  • SMS ცალკე იყიდება
შექმენი

ულიმიტო თვე

29.99 ₾

თვეში 7 მოსაწვევიდან უკვე გიღირს

  • დღეში 30-მდე ახალი მოსაწვევი, 30 დღით
  • მოსაწვევის დუბლირება ერთი დაჭერით
  • მართვის ბმული კლიენტისთვის
  • 200 SMS ყოველ თვეში

ულიმიტო წელი

299.99 ₾

2 თვე საჩუქრად. ცენტრებისა და სააგენტოებისთვის

  • დღეში 30-მდე ახალი მოსაწვევი, 365 დღით
  • ყველაფერი, რაც ულიმიტო თვეშია
  • თანხა თავისით არ ჩამოგეჭრება
  • 2 000 SMS წელიწადში
ყველა დეტალი და SMS პაკეტები

SMS პაკეტები

მოსაწვევი და შეხსენება პირდაპირ ტელეფონზე. ნაყიდ SMS-ს ვადა არ აქვს.

ქართული ტექსტით ერთი SMS 70 სიმბოლომდეა, უფრო გრძელი 2 SMS-ად ითვლება. მოსაწვევის SMS ჩვეულებრივ ერთია.

აბონემენტს წინასწარ იხდი და ის თავისით არ განახლდება. ვადის გასვლამდე მეილით შეგახსენებთ. აბონემენტის დროს შექმნილი გვერდები ვადის გასვლის შემდეგაც მუშაობს. კითხვა გაქვს? მოგვწერე: help@mosvla.ge

ხშირი კითხვები

სტუმრებმა რამე უნდა დააყენონ?

არა. ბმული ნებისმიერ მოწყობილობაში იხსნება, Viber‑შიც და WhatsApp‑შიც. პასუხის გაგზავნას 10 წამიც არ უნდა.

რამდენი სტუმრის მოწვევა შეიძლება?

რამდენიც გინდა, ლიმიტი არ არის.

შექმნის მერე შეცვლა შეიძლება?

კი, ყველაფერს შეცვლი. სტუმრები მოსაწვევზე ნახავენ, რომ დეტალები განახლდა.

ჩემი ფოტოს ჩასმა შეიძლება?

კი. შენი ფოტო მოსაწვევის ფონი გახდება, ფერებს კი გვერდი თვითონ შეუხამებს.

დაბეჭდვაც შეიძლება?

კი, უფასოდ. გამოქვეყნების შემდეგ დააჭირე „დაბეჭდე მოსაწვევი“: A5 ან A6, ერთ- ან ორმხრივი ბარათი QR კოდით. სტუმრები ამ კოდით ონლაინ გიპასუხებენ.

SMS-ითაც შეიძლება გაგზავნა?

კი. მართვის გვერდზე ჩაწერე ნომრები და სტუმრები ბმულს SMS-ით მიიღებენ. ვინც არ გიპასუხებს, მათ ერთხელ შეახსენებ. ულიმიტო თვეს 200 SMS მოყვება, ულიმიტო წელს 2 000, დამატებით 100 SMS კი 2.99 ₾ ღირს.

რამდენ ხანს ინახება?

გვერდი და პასუხები ღონისძიებიდან 90 დღეში თავისით იშლება.

შენი მოსაწვევი 2 წუთში მზად იქნება

რეგისტრაციით ან მარტივი ავტორიზაციით.

შექმენი მოსაწვევი